2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756 ათას 900 კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4% ქალია, ხოლო 58.6 % - კაცი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 % - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8% - მცირე ბიზნესზე.
ამასთან, გასულ წელს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702 ათასი კაცი შეადგინა. ხოლო, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 161 ლარსა და 70 თეთრს გაუტოლდა.