სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებისთვის ათ პროცენტამდე შეღავათების დაწესება, რეგულაციების გავლენის წინასწარი შეფასების ე.წ რიას დანერგვა, სასამართლო დავები და სხვა პრობლემატური საკითხები დააყენეს დღეს ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შედეგ განაცხადა, ბიზნესის წარმომადგენლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა და სექტორმა კონკრეტულ კითხვებზე შესაბამისი პასუხები მიიღო.შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკის მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.