ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.9%-ით გაიზარდა და 25 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 11 მილიარდ 500 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 16 მილიარდ 500 მილიონი ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა.