ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წელს მისი მოცულობა 41 მილიარდ 600 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს მთლიანი ბრუნვის 49.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 29.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.გასულ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 43.2 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდიოდა. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება - 16.1 პროცენტიანი წილით, მას მოსდევს დამამუშავებელი მრეწველობა - 10.6 პროცენტიანი წილით. შემდეგ მოდის - მშენებლობა - 8.3; ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.8 პროცენტიანი წილით; ელექტროენერგიის, აირის,ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი12.2 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება.