2017 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,9% მოდის ვაჭრობის დარგზე, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,4%-იანი წილით, რასაც მოსდევს მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყოება, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.
საქსატის მონაცემებით, ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ, შესაბამისად 25%-იანი, 13,7%-იანი და 10,9%-იანი წილებით.