23:03
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბიზნეს სახლს" ორთაჭალაში კომპანია "ენსისი" 10 მილიონ ლარად ააშენებს
20-10-2017

ორთაჭალაში "ბიზნეს სახლის" ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. პროექტს კომპანია "ენსისი" განახორციელებს. "ბიზნეს სახლის" მშენებლობისთვის, ტენდერი 30 აგვისტოს გამოცხადდა და 21 სექტემბერს დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, პროექტის ღირებულება 11 528 940 ლარი იყო, "ენსისის" მიერ შეთავაზებული თანხა კი 10 086 659 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ბიზნეს სახლი 3 ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან ანტიტემპერატურული (ანტისეისმიური) ნაკერით არის გამიჯნული. შენობა წარმოადგენს ერთიან სივრცეს, რომელშიც ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ბიზნეს სერვისები, ასევე კერძო სექტორის მხრიდან ბიზნესებისთვის შეთავაზებული სერვისები და კომერციული სავაჭრო სივრცეები განთავსდება. ჯამში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები