ქართული ქვევრის ღვინის მიმართ მსოფლიო ქვეყნების ინტერესი სულ უფრო მზარდია. შესაბამისად, იზრდება მისი საექსპორტო პოტენციალიც. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში იზრდება ვენახის პლანტაციები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები.
მსოფლიოს რომელი ქვეყნები ინტერესდებიან ქართული ქვევრის ღვინით და როგორია მისი საექსპორტო პოტენციალი - "ბიზნეს პალიტრას" კითხვებს "ქიმერიონის" კომერციული დირექტორი ნიკოლოზ არჩვაძე პასუხობს