მსოფლიოს ნიშური და ძვირადღირებული, ლოკოკინების ბაზრის ნაწილია საქართველოც, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მიმდინარე წლიდან ლოკოკინა დაემატა იმ პროდუქტების ჩამონათალს, რომლის ექსპორტიც დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე, შედეგად კი პროდუქტის წარმოება საქართველოში უფროდაუფრო პერსპექტიული ხდება. ჩვენ გვისაუბრია ლოკოკინების ფერმებზე საქართველოში, მაგრამ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ლოკოკინების გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს.
წილკანში მდებარე, „ტიმეო“-ს მშენებლობაში 7 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, სადაც აღსანიშნავია, რომ სააგენტო აწარმოე საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის წილი მილიონნახევარი ლარის ოდენობის სესხია. კომპანია გადამუშავებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში, ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანია „ესკალთან“ უკვე გაფორმებულია. პროექტის ფარგლებში ადგილზე დასაქმდნენ ადგილობრივები და ასევე შემოსავლის წყარო გაუჩნდათ მათ.
საწარმოო პრაქტიკის მეტი დეტალით, გეგმებით და სიახლეებით "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ტიმეოს გენერალური დირექტორი გიორგი ქადაგიძე