ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად. შეხვედრაზე ის სამართლებრივი საკითხები განიხილეს, რომლებიც ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე ახდენენ გავლენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობაზე.