ამ კონკრეტული ოფისის თანამშრომლები რიგი პრივილეგიებით სარგებლობენ. მათ აქვთ უფასო ლუდი, ყოველთვიური კომუნალური კომპენსაცია, 45 %-იანი ბონუსი და ყოველწლიური შვებულება. გარდა ამისა, 6 000 ამერიკული დოლარი საქველმოქმედო ფონდში გადასარიცხად. აღსანიშნავია,რომ საქველმოქმედო ფონდს თანამშრომელბი თავად ირჩევენ. ყველა ამ ინიციატივას და წამოწყებას სათავეში უდგას კრის მორლინგი, ოფისის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი მიზანი იყო, შეექმნა საუკეთესო სამუშაო ადგილები. "ჩემს გუნდზე ზრუნვა ჩემი უპირველესი ამოცანაა," - ჩემი თანამშრომლები, ჩემი ყველაზე ძვირფასი აქტივია, - ამბობს ბიზნესმენი.
მთავარი ოფისის რემონტი ბიზნესმენს 3,7 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. შტაბბინის განახლების დროს რჩევებს ყველა თანამშრომელს ეკითხებოდნენ. დღესდღეობით ოფისის თანამშრომლებს შეუძლიათ საქმინაი შეხვედრები წარმართონ ბიბლიოთეკაში, ან თუნდაც ყინულოვან გამოქვაბულში. ასევე შეუძლიათ გამოიყენონ კინოდარბაზი, რომელიც "ვარსკვლავური ომების" სტილშია მოწყობილი. ოფისი ძალიან კრეატიულია და ძირითადად ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი.