პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათით დასრულდა. დეპუტატებს შორის კამათი ლევან გოგიჩაიშვილის მიერ კოვიდპანდემიასთან ბრძოლისა და ამ ფონზე არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარების საკითხზე კრიტიკამ გამოიწვია.
გოგიჩაიშვილი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს, თუმცა, აცხადებს, რომ ხაბარელი ვულგარულად მოიქცა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა.