ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც საუბარი რამდენიმე დღის წინ ჩაშლილ სხდომას შეეხო. ოპოზიციამ შალვა პაპუაშვილისგან განმატებები მოითხოვა მისი ქმედების გამო, როცა მან ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტერიტორიას გაარიდა.
ოპოზიციის განცხადებით, დეპუტატის ქმედება ქალზე ძალადობად უნდა შეფასდეს.
დეპუტატებს შორის ხმაური საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არ შეშვების საკითხსაც შეეხო. ხატია დეკანოიძის თქმით მმართველი გუნდი ცდილობს პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას.