პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა. აღნიშნული ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ. ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთაძის მოსმენა სრულფასოვნად ჩატარდა, რის გამოც „მიზანშეწონილი არ არის ეს საკითხი პოლიტიკურ თემად კიდევ ერთხელ იქცეს".