სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97 მილიონ 492 ათასი ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში აზარტულმა ბიზნესმა ქვეყნის მთავარ ხაზინაში მოსაკრებლის სახით 105 მილიონ 985 ათასი გადაიხადა. ამის შესახებ კონსოლიდაციის გარეშე ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების 7 თვის ანგარიშშია აღნიშნული.
რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბერს წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შევიდა 5 მილიონ 448 ათას 292 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 9 მილიონ 305 ათას 438 ლარი, სათამაშო აპარატებიდან - 52 მილიონ 461 ათას 133 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 913 ათას 209 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 29 მილიონ 42 ათას 851 ლარი.
ცნობისთვის, 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდ 50 მილიონი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13 მილიარდ 806 მილიონამდე მოიმატა.