მიმდინარე წლის იანვარი-ივლისში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაახლოებით 28.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულმა თანხამ 66 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 37.5 მილიონი ლარი იყო. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, ამ საქმიანობიდან ბიუჯეტში მიღებულმა თანხამ წელს 10.3 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის იანვარ-ივლისში კი ეს მაჩვენებელი 1.4 მილიონი ლარი იყო. ასევე გაზრდილია სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესული შემოსავლები, რამაც 2017 წლის 1-ელ შვიდ თვეში 36,9 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის ამავე პერიოდში კი 23.7 მილიონი ლარი იყო.