საქართველოს ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 35 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ, 2019 წლის 9 თვეში, საურავებიდან და ჯარიმებიდან ჯამში, 149 მილიონ 301 ათასი ლარი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 113 მილიონ 951 ათასი ლარი შევიდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი - 118 მილიონ 494 ათასი ლარი ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა. აქედან ყველაზე მეტი 94 მილიონ 376 ათასი ლარი საგზაო ჯარიმებზე მოდის, მილიონ 366 ლარის ჯარიმა გამოიწერა ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობაზე, მილიონ 903 ათასი ლარი კი გარემოს დაბინძურებაზე.
რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებელს - გასულ წელს „სანქციების“ მუხლით ქვეყნის ბიუჯეტში -154 მილიონ 880 ათასი ლარი შევიდა.