04:45
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 32,4%-ით გაიზარდა
24-09-2019

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 32 მილიონ 100 ათასი ლარით გაიზარდა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 131 მილიონ 102 ათასი ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი - 98 მილიონ 970 ათასი ლარი იყო.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის რვა თვეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან  103 მილიონ 884 ათასი ლარი შევიდა.

მათ შორის,  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან  ბიუჯეტში - 82 მილიონ 457 ათასი ლარი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან -  მილიონ 653 ათასი ლარი; ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 5 მილიონ 870 ათასი ლარი შევიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები