ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ისინი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ბიუჯეტი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ხარჯები არ შეამცირა.
ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტს კანონმდებლები დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა კომიტეტის შენიშვნები და ბიუჯეტში დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაზარდა.