12:51
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბიტკოინის კურსმა პირველად ბოლო ერთ წელიწადში 12-ათასიან ნიშნულს გადააბიჯა
04-08-2020

კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსმა, დღეს პირველად 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, გადააბიჯა 12 ათას დოლარიან ნიშნულს. აღნიშნულის შესახებ მოწმობს ციფრული ვალუტების პორტალი Coindesk-ი. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი მაქსიმალურ ფასად - 20 ათას დოლარად 2017 წლის დეკემბერში ივაჭრებოდა.

ბიტკოინი - არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის ახალი ბლოკ-სისტემების შექმნაა საჭირო.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა, ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები