ციფრული კრიპტოვალუტა "ბიტკოინის" საცალო ღირებულებამ 10 ათას დოლარს გადააჭარბა. დღეისთვის მსოფლიოში 16 მილიონ 700 ათასი ბიტკოინია, რომელთა კაპიტალიზაციამ საერთო ჯამში, 167 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ის უკვე აღემატება ისეთი ცნობილი კომპანიების კაპიტალიზაციას, როგორებიცაა აიბიემი, მაკდონალდსი და დისნეი. "ბიტკოინის" ღირებულება მიმდინარე წელს 1,195 პროცენტით გაიზარდა. თუმცა ანალიტიკოსთა აზრით, "ბიტკოინის" ღირებულების ასეთი სწრაფი ზრდა გამოწვეულია მის მიმართ არანორმალურად მზარდი ინტერესით, რომელიც საპნის ბუშტივით იბერება და ბოლოს აუცილებლად გასკდება.