ბიტკოინის ფასი ზრდას ისევ განაგრძობს. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 1000 ათასი დოლარით გაიზარდა და არსებული მდგომარეობით მისი ფასი 48,113 ათას დოლარს შეადგენს.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის მაქსიმალური ღირებულება 50 ათასი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.