ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 76%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის მსოფლიოს მთავარი ციფრული ვალუტა 6 ათას 700 დოლარი ღირს, მაშინ, როდესაც მარტის შუა რიცხვებში მხოლოდ 3 ათას 800 დოლარის ფარგლებში იყო.
ამავე დროს, მისი სავაჭრო მოცულობა გასული თვის შუა რიცხვებიდან 117%-ით - 78 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 48%-ით, 185 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დღიური გარიგების თანხა კი ახლა 130 მილიარდ დოლარს შეადგენს.