გასული დღე-ღამის განმავლობაში ბიტკოინის საშუალო გაცვლითი კურსი 13%-ით გაუფასურდა და ერთ კრიპტოვალუტაზე 7 ათას 174დოლარამდე და 93 ცენტამდე იკლო. ამის შესახებ პორტალ Coinmarketcap-ის მონაცემებიდან ირკვევა.ამავე პორტალის მიხედვით, ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციამ 127 მილიარდ 650 მილიონი დოლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ზრდა მაისში დაიწყო და მისმა ღირებულებამ 8 ათას დოლარს მიაღწია.