მსოფლიოს წამყვანმა კრიპტოვალუტამ მოულოდნელად მატება დააფიქსირა. ბიტკოინის ფასმა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 5 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტების ფასიც გაიზარდა. ლუქსემბურგში მოქმედ „ბიტსტამპ“ საფონდო ბირჟაზე ბიტკოინის ღირებულებამ 20%-ით მოიმატა და 5 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო აზიის ბირჟებზე 14%-ით და 4 ათას 730 დოლარს მიაღწია. ეს არის ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ზრდა გასული წლის აპრილის შემდეგ.ამ მომენტისთვის არ კონკრეტდება, თუ რამ გამოიწვია ციფრული ვალუტების ფასის ზრდა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი 5 ათასი დოლარი ბოლოს გასული წლის ნოემბერში ღირდა.