ბიტკოინის კურსი იანვრიდან მოყოლებული 20%-ით არის გაზრდილი და 9 ათას დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. აღნიშნულს მოწმობს პორტალ CoinDesk-ის მონაცემებიც, რომელიც კრიპტოვალუტებზეა სპეციალიზირებული.
2012 წლის იანვრის შემდეგ, ეს არის მაქსიმალური კურსის ზრდა ბიტკოინისთვის ამასთან, გაზრდილია სხვა კრიპტოვალუტების კურსიც.
2019 წელს ბოტკოინის კურსს ვარდნისა და აღმასვლის პერიოდები ჰქონდა. ზაფხულში მისი ღირებულება 12 ათას დოლარს გასცდა, თუმცა შემდეგ 7 ათას დოლარამდე დაეშვა. მიუხედავად ამისა, გასული წელს, ამ ციფრულ ვალუტაზე ფასი ჯამში, ორჯერ არის გაზრდილი.