Bitfury ჯგუფმა თბილისში მდებარე დატა ცენტრი გაყიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრის ახალი მფლობელი აზიური Chong Sing Holdings-ია. Bitfury-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, დატა ცენტრის გაყიდვა აზიის ბაზარზე კომპანიის გაფართოვებას ემსახურება მიზნად.
შეგახსენებთ, რომ Bitfury-მ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 40 მგვტ სიმძლავრის დატა ცენტრი 2016 წელს გახსნა. კომპანიამ დატა ცენტრში დანერგა გაგრილების ინოვაციური ენერგოეფექტური სისტემა, საპროცესინგო დატა ცენტრი BITFURY-ს ბოლო თაობის უახლესი ჩიპებით არის აღჭურვილი. Chong Sing Holdings-ი კი ფინანსური ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროებში შედის ბლოკჩეინ ტექნოლოგია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადახდების სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სხვა მიმართულებების განვითარება.