ნაციონალურ საკაალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე შედგა, სადაც გოგა ბითაძის ინდიანა სტუმრად მემფის გრიზლის დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად ინდიანაპოლისელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 117-104 დასრულდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე ძალიან ცოტა, სულ 3 წუთი გაატარა და არცერთი სტატისტიკური მაჩვენებელი არ დაუფიქსირებია. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დოპმანტას საბონისი დასახელდა, რომელმაც 18 ქულა 14 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.