ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" პოდგორიცაში "ცრვენა ზვეზდა" 80:72 დაამარცხა.სერიაში ანგარიში 1:2 გახდა და შემდეგი შეხვედრა პოდგორიცაში19 აპრილს გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა და თუ ანგარიში 2:2 გახდა, გადამწყვეტი მატჩი ბელგრადში 22 აპრილს ჩატარდება. ბითაძემ 20:16 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.