ევროლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის ოლქის "ხიმკისთან" 90:98 დამარცხდა. მატჩი ძალიან დაძაბული იყო, მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს სტუმრებმა წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება. ბითაძემ არასრულ 27 წუთში 17 ქულა 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო. შეგახსენებთ, რომ "ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 22 თებერვალს კაუნასში "ჟალგირისს" შეხვდება.