სერბეთის სუპერლიგის მეათე ტურში, გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა სტუმრად, ტამის პეტროჰემია 121:69 გაანადგურა.ქართველმა ცენტრმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 19 ქულას, 3 მოხსნას, 2 ასისტსა და 2 დაფარებას მოუყარა. 19 წლის ბითაძე დრაფტისწინა ვარჯიშებზე ამერიკაში იმყოფებოდა და სხვა მომავალ ახალწვეულებთან ერთად სკაუტებისა და მწვრთნელების წინაშე თამაშობს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი დრაფტი 20 ივნისს, ნიუ იორკში გაიმართება. გამოცემა Bleacher Report გოგას პირველი რაუნდის მერვე პიკად მოიაზრებს. ამ პიკს ზაზა ფაჩულის ყოფილი კლუბი ატლანტა ჰოუქსი ფლობს.