ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრის გიორგი ქებურიას დედამ განაცხადა.ლელა რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა შს მინისტრის სატელევიზო ინტერვიუზე და მღებრიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, ”ბირჟა მაფიას”ჯგუფის წევრებმა მხოლოდ სიმღერა შექმნეს და მინისტრი უნდა დაინტერსებულიყო ვინ დაწერა კლიპის სცენარი. მან ასევე აღნიშნა, , რომ დაკავების შემდეგ გიორგი ქებურიას პრობლემები გაუჩნდა და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა, კერძოდ მისივე თქმით, მას "არ სძინავს და ეშინია ციხეში არ შეაბრუნონ".