"ბიოტა პარკში" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანიამ უკვე დაიწყო გაყიდვები და მომავალ მობინადრეებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. კერძოდ კი, პირველ 10 მომხმარებელს, კომპანია საჩუქრად აივანს გადასცემს. კომპლექსის მაცხოვრებლებისთვის შეირჩა მწვანე, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. შიდა ეზოში კი, რომელიც სპეციალურად მომავალი მაცხოვრებლებისთვის მოეწყობა, განთავსდება საბავშვო, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულად დაფინანსებულია უცხოელი ინვესტორების მიერ. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციის 45% უკვე აშენებულია.საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს პოლიტკოვკსკაიას 20 ნომერში, სატრანსპორტო კვანძების სიახლოვეს. 10 წუთის საფეხმავლო გზაზე მეტროსადგურ უნივერსიტეტისა და თსუ-ს მაღლივი კორპუსიდან. შესაბამისად, კომპლექსიდან ქალაქის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრა მარტივად არის შესაძლებელი, როგორცმეტროს გამოყენებით, ასევე სამარშუტო ტაქსებითა და ავტობუსით.