სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პროექტის "ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე სამეგრელოს რეგიონში ხელშეწყობის" შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ დაცული ტერიტორიის შექმნის და მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.პროექტის ფარგლებში გაიმართა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. ასევე, განხორციელდა დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები.მოსწავლეებისათვის კი სასკოლო ოლიმპიადები და ეკო-ბანაკები მოეწყო.პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები, საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.