ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. აქციას ქვეყნის მასშტაბით 500-მდე მოსწავლე შეუერთდა. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების ღირებულების და სასიცოცხლო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.