ხელისუფლება ბიომეურნეობის განვითარებას და ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ბიომეურნეობის გასავითარებლად კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დასანერგად საქართველომ ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან 4 მილიონ ევრომდე დაფინანსება უკვე მოიპოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ცნობით, ერთ-ერთი, რაც ამ მიმართულებით იგეგმება, საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაციაა.