02:44
21 აგვისტო, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ბიოლოგიური ფილტრი: რა ფუნქცია აკისრია თირკმელს?
16-06-2017

ნივთიერებათა ცვლის სრული ციკლი ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია, საკვების დაშლისა და ათვისების კვალდაკვალ ორგანიზმიდან განუწყვეტლივ გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის უვარგისი ნარჩენები. თუ ისინი ორგანიზმში ნებადართულზე მეტხანს დარჩა, უამრავ პათოლოგიურ პროცესს დაუდებს სათავეს. სწორედ ამ ნივთიერებათა გამოძევება აკისრია ძალზე რთული აგებულების გამომყოფ სისტემას. თირკმელი  მხოლოდ კი არ ათავისუფლებს ორგანიზმს ნარჩენი პროდუქტებისგან, რომელთა უმეტესობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, არამედ მისი შინაგანი გარემოს მუდმივობასაც უზრუნველყოფს.

გამომყოფი სისტემის მეშვეობით ორგანიზმი თავის წიაღში დაგროვილ ზედმეტ მარილებს, მედიკამენტებს, საღებავებსა და სხვა უსარგებლო ნივთიერებებს იცილებს. საკვების გამოუყენებელი ნარჩენები ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით გამოიდევნება. რაც შეეხება სისხლს, მასში მუდმივად გადადის ნაწლავთა მიერ შეწოვილი თუ ქსოვილთა მეტაბოლიზმის დროს აუთვისებელი ნივთიერებები. სწორედ სისხლის გაწმენდას ემსახურება გამომყოფი სისტემა, რომლის ცენტრალური ორგანოც წყვილი თირკმელია. თირკმელებში გავლისას სისხლი იფილტრება. საჭირო ნივთიერებები მასშივე რჩება, უვარგისი კი გამოიდევნება. თირკმელებს სავსებით სამართლიანად უწოდებენ ორგანიზმის ბიოლოგიურ ფილტრს.

AutoPlay
"ავერსმა" "მტრედი ბარათის" გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადასცა
30-07-2019
"IDEA" - სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო აკადემია უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის
28-07-2019
მეცნიერები: თითქმის ყველას შეუძლია შეამციროს დემენციის რისკი - 200 ათასი ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგები
26-07-2019
გარგარი შეიცავს ნაერთს, რომელიც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის - სპეციალისტები მის გადაჭარბებული დოზით მიღებას მაინც არ გვირჩევენ
25-07-2019
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ზაფხულში
24-07-2019
რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - თუ მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია
23-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები