ბიოდიზელის საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია ფრეგოს ავსტრიის ქალაქ გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოდიზელის სინთეზის ტექნოლოგიების ექსპერტი ეწვია. მარტინ მითელბახმა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ფრეგოს ახალ მიმართულებაზეც ისაუბრა და გარკვეული რეკომენდაციები გაახმოვანა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნავთობკომპანია ,,ფრეგოს“ ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარება და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება. მსჯელობა ასევე შეეხო კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.შეგახსენებთ, ფრეგოს პარტნიორმა კომპანიამ „ბიოდიზელ ჯორჯია“- მ საქართველოში ბიოდიზელის წარმოება დაიწყო. ბიოდიზელი ეს არის ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, კარბონ-ნეიტრალური საწვავი, მისი გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია და მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელი მისი გამოყენების ნებისმიერ სფეროში, იგი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.წარმოებული ბიოდიზელი ექსკლუზიურად მხოლოდ ნავთობკომპანია ,,ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე გაიყიდება