17:49
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ბიოდეგრადრებადი პარკები გარემოს და წყალს სამი წლის განმავლობაში ზიანს აყენებს
06-05-2019

ახალი კვლევის თამახმად ბიოდეგრადრებადი პარკები გარემოს და წყალს სამი წლის განმავლობაში ზიანს აყენებს. ბიოდეგრადირებადი პარკები სპეციალური დანამატებით მზადდება, რაც ფერმენტებად დაშლის პროცესს აჩქარებს. მკვლევრებმა რამდენიმე სახეობის ბიოდეგრადირებადი პარკი სხვადასხვა გარემოში დატესტეს. ტესტმა აჩვენა, რომ სამი წლის შემდეგაც ნიადაგიდან და წყლიდან პარკების ამოღების შემდეგ შესაძლებელი იყო მათი გამოყენება. ექსპერიმენტის დროს უკეთესი შედეგი აჩვენა კომპოსტირებულმა პაკეტებმა.

კომპოსტი შავი, ფხვიერი მიწის სუნის მქონე ორგანულ მასალას წარმოადგენს. ის ორგანული ნაერთის მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს სასუქს, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ის ხელს უწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების ზრდას, ამარაგებს მის ფიზიკურ თვისებებს. ის შეიძლება დამზადდეს მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურად სახლში ან საბაღე მეურნეობაში.

კომპოსტირებულმა პაკეტებმა ნიადაგში 27 თვე გაძლო. მეცნიერები ამბობენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ გარემო პლასტიკის დაბინძურებისგან დავიცვათ. გარდა ამისა, კომპოსტირებული პაკეტების დასაშლელად საჭიროა მიკროორგანიზმების გავლენა, რაც ყოველთვის არ ხდება. კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს მონაცემები საზოგადებას დააფიქრებს იმაზე, რომ უარი თქვას პლასტიკური და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაზე.

AutoPlay
სამხრეთ სუდანელი გმირი ექიმი, რომელიც 200 ათას პაციენტს ემსახურება და კვირაში 58 ოპერაციას ატარებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
როგორი იქნება "ჭკვიანი ქალაქი" ტორონტოში?
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გაეროს ცნობით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად 12 წელი დარჩა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ვიეტნამში გადაშენების პირას მყოფი ცხოველი შენიშნეს, რომელიც ბოლოს 1990 წელს არის დაფიქსირებული
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
იტალიის სკოლებში კლიმატური ცვლილებების შესწავლა სავალდებულო გახდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ბავშვებს, ვინც ელექტრონულ მოწყობილობებს, დღეში ერთ საათზე მეტხანს იყენებენ, ტვინის ნაკლებად განვითარებული სტრუქტურები აქვთ - კვლევის შედეგები
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები