00:02
24 მაისი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
ბინები თბილისში, მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ძვირად ღირებული ავტომობილი, ანგარიშები - რა ქონებით მოვიდა ეკონომიკის ახალი მინისტრი?
19-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა. თურნავას მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

ჩვენ დავინტერესდით, რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი. 2018 წლის 14 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაში თურნავას წინა თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომდე, 2013-18 წლებში თურნავას "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

რაც შეეხება მის დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე, დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.

AutoPlay
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები - Newsroom პალიტრანიუსის ეთერში!
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
რა ხდებოდა 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის სასამართლო პროცესზე - კომენტარები და ჟურნალისტის ჩართვა გორიდან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნიდან არ გამოგვაძევონ - ყველაფერი დეპორტაციის შესახებ
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"რომ შევდივართ მაღაროში, არ ვიცით უკან ცოცხლები გამოვალთ თუ არა, არის ბევრი მარცხი" - რას ითხოვენ ჭიათურელი მაღაროელები, რომლებმაც პირი ამოიკერეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
"ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს მუშაობენ შეუჩერებლად" - რას ჰყვება გიდი დავით-გარეჯში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზის გაყვანა დაიწყეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
NEWSROOM: რაზე "ვაჭრობს" პარტია "გირჩი"; ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული დ.ღ-ს საქმის დეტალები; 7 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმე
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები