ნეაპოლს იტალიის ყველაზე ბინძური და კრიმინალური ქალაქის საეჭვო რეპუტაცია აქვს. მაგრამ ერთდროულად ეს გახლავთ ქვეყნის ერფთ-ერთი შესანიშნავი ქალაქი ბაროკოს სტილის ეკლესიებით, მდიდრული სასახლეებითა და უნიკალური მუზეუმებით. არსობრივად ნეაპოლი პარადოქსების, არქიტექტურული შედევრების, ხმაურიანი ბაზრების, ჯიბის ქურდების, რელიგიური ფანატიკოსების და ძვირადღირებული ბუტიკების ნაზავია. ქალაქი მიჩვეულია ვულკანზე ცხოვრებას.