მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბინასა და კოვიდსასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მეზვრიშვილმა ასევე განმარტება გააკეთა საკითხზე, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოებში. მისი თქმით, კლინიკებში ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან გადაყვანილები.