დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ საშემოდგომო კამპანიას ორი აქციით იწყებს. კომპანია უერთდება მსოფლიო კვირეულს „გავასუფთაოთ მსოფლიო 2019“ და იწვევს „ბინადარი ლისზე“ პროექტის მობინადრეებს ჩაერთონ დასუფთავების აქციაში.28 სექტემბერს, ბინადარის გუნდი პროექტ „ბინადარი ლისზე“ მობინადრეებთან ერთად დაასუფთავეს პროექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული ზონა.კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე დაანონსეს აქცია „ეკო ფასი“, რომელიც გულისხმობს პროექტში „ბინადარი ლისზე“ 1 კვ.მ-ს 1690 ლარად თეთრი კარკასით ერთიანი გადახდით. მომხმარებლებს „ეკო ფასი“ აქციის ფარგლებში „ბინადარი ლისზე“ ბინების შეძენა 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე შეეძლებათ. „ბინადარი ლისზე“ მხატვრების უბნის სიახლოვეს, ამბერკი ტაბიძის ქ. #41, რეკრეაციული ზონის მიმდებარედ შენდება. ამჟამად მიმდინარდეობს 10 სართულიანი B ბლოკის მშენებლობა და ორ თვეში კომპანია 13 სართულიანი A ბლოკის მშენებლობას იწყებს. „ბინადარი ლისზე“ კომპანიის ყველაზე გამორჩეული ეკო პროექტია, რომლის სლოგანია „აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად“. ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია და ეკონომიური ფასი ამ პროექტის მთავარი უპირატესობაა. დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. გამოირჩევა სტაბილურობით, დათქმულ ვადებში ხარისხით შესრულებული მშენებლობებით, დახვეწილი ვიზუალით, პრემიუმ კლასით, ხელმისაწვდომი ფასებითა და სანდოობით.