ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბილი ჰოლიდეის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმის The United States vs. Billie Holiday თრეილერი გავრცელდა. სურათის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ლი დენიელსი გახლავთ, მუსიკოსის როლს კი არენბი შემსრულებელი და მსახიობი, ანდრა დეი ასრულებს. ნამუშევრის პრემიერა პლატფორმა Hulu-ზე 26 თებერვალს შედგება. როგორც თრეილერშია ნაჩვენები, თაყვანისმცემლების სიყვარულის პარალელურად, ბილი ხელისუფლების გულისწყრომას იწვევს, როდესაც რასიზმისა და ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო კომპოზიციას Strange Fruit მღერის.