Billboard-მა 2020 წელს აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტები დაასახელა. ჩამონათვალს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ლიდერობს, რომლის შემოსავალმა შარშან 23,8 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილი $23,2 მილიონით ტექსასელმა მუსიკოსმა, Post Malone-მა დაიკავა. ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: ბილი აილიში, სელინ დიონი, დრეიქი, The Beatles და სხვები.კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული ტურნეების გამო "ბილბორდმა" შემოსავლები მხოლოდ სტრიმინგ პლატფორმების, ფიზიკური და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული გაყიდვებიდან დათვალა. აღსანიშნავია, რომ 2020-ში 2019 წელთან შედარებით არტისტების შემოსავლები ასეულობით მილიონი დოლარით შემცირდა.