პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის The World’s A Little Blurry რიგით მეორე თრეილერი გაავრცელა. კადრებში 19 წლის შემსრულებელი საუბრობს, რა კავშირს გრძნობს თაყვანისმცემლებთან.
"მაყურებელთა რიგებში ვიყურები ხოლმე და ვხედავ, რომ კონცერტზე მყოფ თითოეულ ადამიანს რაღაცის გადატანა უხდება. მეც მათნაირად ვარ. ამიტომ ვიფიქრე - რატომ არ ვაქციო ეს ყველაფერი ხელოვნებად იმის ნაცვლად, რომ, უბრალოდ, ვიცხოვრო ამ პრობლემებთან ერთად-მეთქი?", - ამბობს გოგონა.
თრეილერში კონცერტიდანაც მოხვდა კადრი, რომელშიც ბილი თაყვანისმცემლებს სცენიდან მიმართავს:"ყველა კარგად უნდა იყოთ, რადგან თქვენ ხართ იმის მიზეზი, რომ მე ვარ კარგად".