19 წლის ბილი აილიში გრემიზე რეკორდების მოხსნის შემდეგ ახალ მწვერვალებს სოციალურ მედიებში იპყრობს. მომღერალი, რომელიც დიდი ზომის და გენდერულად ნეიტრალური სამოსით დაგვამახსოვრდა, ბრიტანული ვოგის ახალ ფოტოსესიაში საკუთარ სექსუალურობას სიამაყით წარმოაჩენს."მიყვარს ეს ფოტოები და ეს ფოტოსესია. გააკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ, სხვა ყველაფერი ჯანდაბას წაუღია", — დაასათაურა ბილიმ ერთ-ერთი ფოტო.ახალი ფოტოებით ინსტაგრამზე ბილიმ 2 დღეში ორჯერ მოხსნა ერთი და იგივე რეკორდი. 2 მაისს გამოქვეყნებულ ვოგის ყდით მან 6 წუთში მოიპოვა მილიონი მოწონება, ხოლოდ 4 მაისს გამოქვეყნებული სურათით საკუთარი თავის რეკორდი მოხსნა და უკვე 5 წუთში მიაღწია ამ შედეგს.