16 აგვისტოს, ლა ლიგას პირველ ტურში "ბილბაომ" საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ბარსელონას".
მატჩმა ბილბაოში დიდი ინტერესი გამოიწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, სტადიონი გაივსო.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად არ ითამაშა პრიმერას საწყის ტურში "ბარსას" ლიდერმა მესიმ, სამაგიეროდ სასტარტოში იყვნენ ახალწვეულები დე იონგი და გრიზმანი. მან ამ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა - ორჯერ მიზანს ააცილა, ერთხელ კი დაუფარეს.
37-ე წუთზე ტრავმა მიიღო "ბარსელონას" თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს, რომელმაც იქამდე ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ მის ნაცვლად მოედანზე შესული რაფინიას დარტყმული ბურთი ხარიხას
მოხვდა. სახიფათოდ უტევდნენ მასპინძლებიც და მოწოდების სიმაღლეზე იდგა ტერ შტეგენი.
მეორე ტაიმში სტუმრებს ბასკების კარზე იერიში იერიშზე უშედეგოდ მიჰქონდათ, 89-ე წუთზე კი შეცვლაზე შევიდა მასპინძელთა 38 წლის ფორვარდი ადურისი და ბურთთან პირველივე შეხებით გამარჯვების გოლი მაკრატელათი გაიტანა.
მან მესის რეკორდი გაიმეორა - პრიმერას მიჯრით მე-15 სეზონში გაიტანა გოლი.
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე პირველ ტურში უკანასკნელად 11 წლის წინ დამარც