22:38
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბილაინს" შემოსავლები გაეზარდა, "მაგთის" და "სილქნეტს" კი შეუმცირდათ
07-08-2019

2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ „მაგთიკომი“ იკავებს. ამის შესახებ, ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) დაუფიქსირდა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში „ვიონი საქართველოს“ შემოსავალი- 2.6%-ით არის გაზრდილი; გაერთიანებულ „სილქნეტ“/“ჯეოსელს“ შემოსავლების - 1.8 %-იანი, ხოლო „მაგთიკომს“ - 0.8%-იანი კლება უფიქსირდება.

კომისია კომპანიათა მობილური ინტერნეტის აბონენტების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, „ვიონი საქართველოს“ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 21%-ით, „მაგთის“ კი - 2%-ით გაიზარდა. ხოლო, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა 0.5%-ით შემცირდა.

AutoPlay
სოფელ ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის - გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი - TOP 3 პროდუქტი, რასაც ჩინეთისგან ვყიდულობთ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
პროფკავშირების გაერთიანება, შრომის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი იზრდება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
Volkswagen-ი შესაძლოა, დიზელგეითის ახალ სკანდალში აღმოჩნდეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები