20 დეკემბრიდან ქართველი მომხმარებლები ბილაინის ინტერნეტპაკეტის შეძენისას ჯიპიაი ჰოლდინგის უფასო სამოგზაურო დაზღვევით ისარგებლებენ. ერთობლივი პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. როგორც კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, ორი მომსახურების გაერთიანება ამ პროდუქტების პოპულარობიდან გამომდინარე გადაწყდა. შედეგად კი ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს სამოგზაურო დაზღვევას 50 ათასი ევროს ლიმიტით.