12:20
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ბილაინის" მხარდაჭერით, "ხანის აკადემიის" კომპიუტერული პროგრამების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება
18-12-2018


"ბილაინის" მხარდაჭერით, საგანმანათლებლო ფონდის Educare Georgia-სპროექტის, "ხანის აკადემიის" კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება. ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის, კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები, რომლებიც სრულიად უფასოდ ხელმისაწდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს. "ბილაინის" მიზანია, მომხმარებელს გაუმარტივოს ორიენტაცია ციფრულ სამყაროში და შესთავაზოს ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც დაეხმარებათ ადამიანებს მარტივად გადაჭრან ყოველდღიური საჭიროებები. პროგრამა საქართველოში 2019 წლის ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„ხანის აკადემია“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეო გაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებასა და სხვა საგნებში. ამ დროისათვის Educare Georgia-ს ნათარგმნი აქვს 1-დან მე-12 კლასის მათემატიკის მასალა, რაც მოიცავს 2 600 ვიდეო გაკვეთილსა და 70,000-მდე პრაქტიკულ სავარჯიშოს. ამასთან, მათემატიკის გაკვეთილების ქართულ ვერსიას უკვე 50,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს, საქართველოს მასშტაბით

AutoPlay
ამერიკელებმა "შავ პარასკევს" ინტერნეტ-შოპინგზე 9 მლრდ დოლარი დახარჯეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
Sony-მ შესაძლოა, იაპონიაში მოქმედი ქარხნები დახუროს, თუ იქ "მწვანე" ენერგეტიკა არ განვითარდება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოქტომბერში ბიუჯეტის შემოსულობები გაიზარდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ბიზნესის მოლოდინები მე-4 კვარტალისთვის გაუარესებულია - მათი დიდი წილი საკუთარ პროდუქტზე ფასების გაზრდას ვარაუდობს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები